საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მიხეილ მჭედლიშვილის (2649) გამარჯვებით დასრულდა ინგლისის ქალაქ ჰასტინგსში გამართული ტრადიციული საშობაო ტურნირი.
მჭედლიშვილმა 9-დან 6.5 ქულით I-VII ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებებით პირველობა დაისაკუთრა. ბუჰგოლცის ცხრილმა მონაწილეები შემდეგნაირად განალაგა:
1. მჭედლიშვილი (2649), 2. იგორ ხენკინი (გერმანია, 2598), 3. ქუნ მა (ჩინეთი, 2595), 4. ჯაჰონგირ ვახიდოვი (უზბეკეთი, 2452), 5. ჯასტინ სარკარი (აშშ, 2425), 6. იოვიცა რადოვანოვიჩი (სერბეთი, 2339), 7. მარკ ჰებდენი (ინგლისი, 2560).
მოწინავე შვიდეულის წევრებს 750-750 ფუნტი სტერლინგი ერგოთ.