ჭადრაკი

22:58 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ტაშკენტის ტურნირში ჩაება

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო ქვეყნის პირველი დიდოსტატის გეორგი აგზამოვის სახელობის მემორიალმა, რომელიც უკვე მე-8 იმართება, ამჯერად კი, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 24 მაისამდე გასტანს.

ტურნირში საქართველოს ღირსებას მიხეილ მჭედლიშვილი (2621) იცავს, რომელსაც მე-5 განთესვა გააჩნია და მხოლოდ სერგეი ჟიგალკოს (ბელარუსი, 2675), იური კუზუბოვს (უკრაინა, 2648), არმან პაშიკიანს (სომხეთი, 2626) და პაველ სმირნოვს (რუსეთი, 2626) ჩამორჩება.

პირველ ტურში მჭედლიშვილმა თეთრი ფიგურებით უზბეკი ვიკტორია სერგეიევა (2110) დაამარცხა, მომდევნო პარტიას კი შავებით კიდევ ერთ მასპინძელ ტემურ იგონინთან (2215) ჩაატარებს.

ცნობისთვის, აგზამოვის მემორიალის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 4 ათასი ერგება, სულ კი, თანხა 12 მონაწინავეზე გადანაწილდება.

0.113635