ქართველი მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილი (2621) ჩინებულად თამაშობს საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს. გეორგი აგზამოვის სახელობის მემორიალზე უკვე ხუთი ტური მიილია და მჭედლიშვილი ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნულად ლიდერობს.
გასულ ტურში მიხეილი თეთრი ფიგურებით თანალიდერ პაველ სმირნოვს (რუსეთი, 2626) დაუპირისპირდა და როგორც აღვნიშნეთ, გამარჯვება იზეიმა. მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკე უახლოეს მდევარ სერგეი ჟიგალკოს (2675) ეთამაშება, რომლის აქტივშიც 4.5 ქულაა. ცნობისთის, ბელარუსი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მჭედლიშვილს კი მე-5 რეიტინგი გააჩნია.