ჭადრაკი

15:16 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ქულათა მაქსიმუმით ლიდერებშია

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე აგზამოვის მემორიალზე 3 ტური მიილია და ქულათა მაქსიმუმით 8 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის ქართველი მიხეილ მჭედლიშვილიც (2621) იმყოფება.

ქართველმა მოჭადრაკემ სამივე ტურში უზბეკებს სძლია: სერგეიევას (2110), იგონინს (2215) და ფაიზულაევს (2379). მასპინძელი იქნება მჭედლიშვილის მეტოქე მე-4 ტურშიც – ნოდირბეკ აბდუსატოროვი (2057). მიხეილი შავი ფიგურებით ითამაშებს.

დამატებითი მაჩვენებლებით, მჭედლიშვილი მე-4 ადგილზეა, მის გარდა კი, ლიდერებში ხსენებული აბდუსატოროვი (უზბეკეთი, 2057), ჟიგალკო (ბელარუსი, 2675), კუზუბოვი (უკრაინა, 2648), ვოლკოვი (რუსეთი, 2584), ფილიპოვი (უზბეკეთი, 2619), გუპტა (ინდოეთი, 2619) და სმირნოვი (რუსეთი, 2626) იმყოფებიან.

0.115578