გიორგი მჭედლიშვილი, რომელსაც თამაში დაცვის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია, კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
22 წლის მჭედლიშვილი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” გამოდიოდა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ის გორის “დილაში” ვარჯიშობდა და გუნდში დარჩენაც გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ “დინამოს” ვარიანტის გამოჩენის შემდეგ, თბილისურ კლუბს მიაშურა.