ჭადრაკი

16:18 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი და ფანცულაია კოლკატაში

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკე – მიხეილ მჭედლიშვილი (2639) და ლევან ფანცულაია (2606) ჩაერთო.

პირველ ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით ინდოელ სვაიანგსუ სატიაპრაგინს (2389) დაუზავდა, ხოლო ფანცულაიამ ასევე შავებით მასპინძელ როუტ პადმინის (2356) მოუგო.

მე-2 ტურში ქართველები თეთრებით ითამაშებენ. ფანცულაია ამერიკელ ჯასტინ სარკარს (2452) გაეჯიბრება, მჭედლიშვილი კი – ინდოელ სამეერ კატმალეს (2398).

კოლკატას ტურნირზე პირველ ნომრად ცნობილი ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტია (2674) განთესილი.

0.114269