ფეხბურთი

14:44 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძისა და ყენიას გუნდებმა ვერ იმარჯვეს

"ემპოლიმ" სერია B-ს XII ტურში საშინაო მატჩი ვერ მოიგო. ლევან მჭედლიძის გუნდი 1:0-ს იგებდა "ბარისთან", თუმცა შეხვედრა 1:1 დასრულდა და "ემპოლი" მეორე ადგილზე დარჩა. მჭედლიძე 69-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აუღო. რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის განაცხადში არ ყოფილა.

გერმანიის II ბუნდესლიგაში ლევან ყენიას "ფორტუნამ" გასვლითი შეხვედრა 0:1 წააგო "აალენთან" და მეათე პოზიციაზეა. ყენიამ ბოლო 20 წუთი ითამაშა. როგორც იცით, მან წინა ორი მატჩი გამოტოვა: პირველი ტრავმის გამო, მეორე კი იმიტომ, რომ მწვრთნელმა გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა.  

ქართული გოლი გავიდა უკრაინის დუბლების ჩემპიონატში, სადაც "ილიჩივეცმა" შინ 5:1 სძლია "ტავრიას". მოგებულთაგან ერთი ბურთი ცენტრალურმა მცველმა ლევან მახარაძემ მიითვალა – ის 20 წლის გახლავთ.  

0.106768