ფეხბურთი

18:28 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის დაბრუნებას “ბრეშასთან” ელოდებიან

 

იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი pianetaempoli.it-ი იუწყება.

კოჭის ტრავმის მორჩენის შემდეგ, მჭედლიძემ გასულ კვირაში ვარჯიში განაახლა, მაგრამ წინა ტურში “სპეციასთან” შეხვედრაში სათადარიგოთა შორისაც ვერ მოხვდა. pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა 24 წლის ქართველისთვის მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლოა, “ბრეშასთან” სტუმრად ჩასატარებელ მატჩში მოედანზე გასვლის შანსიც ჰქონდეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095686