ლევან მჭედლიძე ვარჯიშს სავარაუდოდ მომავალი კვირის შუაში განაახლებს. ამის შესახებ იტალიური ინტერნეტპორტალი corrieredellosport.it-ი იუწყება.
24 წლის ფეხბურთელს ოთხშაბათს ვარჯიშზე მარჯვენა წვივის ორთავა კუნთი ასტკივდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. ექიმები მას ყოველდღიურად აკვირდებიან. დიდი ალბათობით, ქართველი თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს მესამე ტურში “ჩეზენასთან” მატჩს გამოტოვებს.