ფეხბურთი

18:37 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

გასულ სეზონში, იტალიის საფეხბურთო სერია A-ში აღზევებულმა “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, მოსამზადებელ პერიოდში მორიგი სპარინგი ქვედალიგელ “ლამპოსთან” ჩაატარა და 10:0 გაიმარჯვა.

ქართველი თავდამსხმელი თამაშში 55-ე წუთზე მასიმო მაკარონეს მაგივრად ჩაერთო და 89-ე წუთზე ანგარიში 9:0-მდე გაზარდა. შეყილაძე მოედანზე არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ მჭედლიძემ რამდენიმე დღის წინ, “მონტელუპოსთან” ამხანაგურ შეხვედრაშიც გაიტანა.

0.123156