ფეხბურთი

14:06 | 26.08.2013 | ნანახია 2312 - ჯერ

მჭედლიძემ სერია B გამარჯვებით დაიწყო

იტალიის სერია B გამარჯვებით დაიწყო “ემპოლიმ”, რომელშიც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირჯებიან. “ემპოლიმ” შინაურ კელდებში “ლათინას” 3:1 მოუგო და მჭედლიძე თამაშში 78-ე წუთზე, დუბლის შემსრულებელი მასიმო მაკარონეს ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შეყილაძე 18-კაციან განაცხადში ევრ მოხვდა.

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად “იელგავა” 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კლიმიაშვილი “სკონტოს” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა დვალი, ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი, რიგელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ ვერ მოხვდნენ. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 35 ქულით ლიდერობს.

ლიტვის A ლიგის 26-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” სტუმრად ვილნიუსის “ჟალგირისთან” 0:5 წააგო. ირაკლი ღერკენაშვილი “ბანგას” სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ ვაჟა ბედოიძემ შეცვალა. ბექა კობიაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი გარგჟდაელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდნენ. “ბანგას” 23 ქულა აქვს და 9 გუნდში მე-7 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) “პაიდემ”, გასვლაზე “კურესაარეს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა შორის, თენგიზ ეთერია შეუცვლელად გაისარჯა. “პაიდეს” 37 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში, “ოლმალიქმა”, სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, თავის მოედანზე ბეკაბადის “მეტალურგს” 3:2 აჯობა. ქართველი მარცხენა მცველი მასპინძელთა სამატჩო განაცხადში არ იყო. “ოლმალიქს” 20 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.

პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) მე-4 ტურში, “ოლივეირენსემ”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, შინ “ლეიშოეშთან” 0:3 წააგო. ქართველი ფორვარდი “ოლივეირენსეს” სასტარტოში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. “ოლივეირენსემ” ძალიან ცუდი სტარტი აიღო და ერთი ქულით 22 გუნდში ბოლო ადგილზეა.

ბრესტის “დინამო” ბელარუსის თასს 1/8-ფინალში გამოეთიშა - სტუმრად გროდნოს “ნემანთან” 1:3 დამარცხდნენ. “დინამოში” უჩა გოგოლაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

უკრაინის პირველი ლიგის მე-7 ტურში, ჩერნოვცის “ბუკოვინამ” შინ “სუმის” 2:1 სძლია. მასპინძლებში, ქართველი მცველი ირაკლი ციკოლია თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. “ბუკოვინას” 6 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-11 ადგილზეა. 

გერმანიის მე-3 ლიგის მე-5 ტურში, “ჰალეშერმა”, სადაც აკაკი გოგია ირიცხება, “ელვერსბერგი” მიიღო და 2:0 სძლია. აკაკი გოგია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “ჰალეშერმა” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 3 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.



კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:17 | 26.08.2013
mikuni (185)

პატრიოტი საგოლ))) საიდან იღებენ ესენი ამ უტყუარ ინფორმაციას გასაგიჟებელია მოკლედ რა))

17:36 | 26.08.2013
patrioti001 (188)

ფუ ტქვენი დდ.დ.სსს შვციიი რა მართლა რააა....როგორ არ იყო შეყილაძე განაცხადში???აბა ეგ ბებია ჩემია აქ???stripslashes((strlen('http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1')>0?' http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1':' http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1'))

16:05 | 26.08.2013
El Fenomeno (2082)

მომავალში პარმაში წახვალ იმედია და კარგად წარმოაჩენ თავს :**
შეყილაძესაც თუ მიცემენ სათამაშო დროს კარგი იქნება :/

15:36 | 26.08.2013
Kala94 (6114)

წარმატებები მჭედლო .. შეიყილაძეც ატამაშონ რა !

14:58 | 26.08.2013
LAMA80 (1224)

ისე რო წაიკითხოთ რა გუნდებში ირიცხებიან ქართველები..დიახ ირიცხებიანდ ა როგორც წესი არც კი თამაშობენ...

14:43 | 26.08.2013
laciosErtguli (3640)

გერმანიის მესამე ლიგის ჰალეშერში აკაკი გოგია განაცხადში ვერ მოხვდა - ჰა, ჰა, ჰა. სტატიის დამწერი მაგარი ვინმეა რა როგორც უნდა ისე წერს გადაამოწმოს მაინც მჭედლიძეც და შეყილაძეც სათადარიგოში ისხდნენ და მარტო მჭედლიძე შეუშვეს.

14:41 | 26.08.2013
levani82 (41682)

აჰა ისევ გოგია გაურიეს

14:31 | 26.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

მჭედლიძეს წელს ბევრად უკეთEსი სეზონი უნდა ქონდეს რო მერე სერია აში გადავიდეს და პარმაში ითამაშოს

14:57 | 26.08.2013
LAMA80 (1224)

ამ დედა აფეთქებულ მაკარონეს მეორე ახალგაზრდობა აქვს წინა სეზონშის მგონი სერია B-ს საუკთესო ბომბარდირი გახდა და ეხლაც დუბლი...ძალიან უმცირებს ეს ყვეაფერი სასტარტოში გამოჩენის შანსებს მჭედლიძეს...

0.128056