ფეხბურთი

12:55 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ “პალერმოსთან” ქულები გაიყო

იტალიის სერია B-ს ცენტრალურ მატჩში, “ემპოლიმ”, რომლის ღირსებას ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე იცავენ, თავის მოედანზე “პალერმოს” ვერ მოუგო – 1:1.

მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და ყოფილი გუნდთან თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. შეყილაძე 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. მასპინძლები 70-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ აგებდნენ და მე-80 წუთზე ანგარიში ტავანომ გაათანაბრა.  23 ტურის შემდეგ, “ემპოლის” 22 გუნდში მე-2 ადგილი უკავია და 2 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ “პალერმოს”.

ლატვიის “ზამთრის თასზე” “იელგავამ”, რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგი დიაკვნიშვილი დაემატა, რიგის “დაუგავას” 2:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა.

0.122358