ფეხბურთი

12:24 | 25.09.2013 | ნანახია 2808 - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლის” სასტარტოში ვერ ხვდება

იტალიის სერია B-ს მე-6 ტურში, “ემპოლი”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, საკუთარ მოედანზე “სიენას” დაუზავდა – 0:0.

ქართველი ფეხბურთელებიდან, მხოლოდ მჭედლიძემ ითამაშა, რომელმაც 81-ე წუთზე მასიმო მაკარონე შეცვალა. შეყილაძე გუნდის 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ემპოლის” 14 ქულა აქვს და 22-გუნდიან სერია B-ს ლიდერობს.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-9 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” თანაქალაქელ “ვერისს” 1:0 აჯობა. თორნიკე სტეფნიაშვილი მასპინძლების სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “ზიმბრუს” 13 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-7 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:14 | 25.09.2013
isildur (544)

ვიგაცა თორნიკე რო მოლდოვის ჩემპიონატის განაცხადში იყო ვის აინტერესებს?! ვისი ახლობელია? საქართველოს ჩემპიონატზე ბევრად ცუდ ჩემპიონატში რო ვიღაცა განაცხადში მოხვდა მერეე რაა?

01:05 | 26.09.2013
სავაშა__ (6590)

შენ ის არ იცი , გერმანიის სამოყვარულო ლიგას როგორ გაფაციცებით , ადევნებენ თვალს ... )) მარტო იმიტომ , რომ , იციან როგორ გვაღიზიანებს ... კომენტარები ხო უნდა დააგროვონ )

20:47 | 25.09.2013
Nightsong (217)

რომ გადავიდნენ, შეიძლება აღარ დაიტოვონ.

20:50 | 25.09.2013
Kala94 (6114)

მჭედლიძეს პარამსთან აქვს კონტაქტი და ამ კონტრაქტის მიხედვით ზაფხულში ამ გუნდში გადავა.. ამიტომ პარმა თუ არ გავარდა ბ ში უეჭველი სერია ა ში ხვდება ლევანი

19:36 | 25.09.2013
Kala94 (6114)

მომავალ წელს სერიაში იქნება მჭედლიძე.. ნეტა ბევრი გვაყვდეს ეგეთი ფეხბურთელი..

19:36 | 25.09.2013
Kala94 (6114)

სერია ა ში

16:35 | 25.09.2013
lukamera (321)

ცუდი ფეხბურთელი არაა მჭედლიძე მაგრამ ტრამვებმა დატანჯა რა.რო არა ტრამვები იუვეს რო შეუგდო არავინ იცის როგორ წავიდოდა მისი კარიერა მაგის მერე.მინიმუმ იტალიის სერია ა-ს ნორმალურ გუნდში იქნებოდა

16:10 | 25.09.2013
militarytimes.ge (160)

ცუდი თავდამსხმელი მართლა არაა, უბრალოდ ტრამვებმა დატანჯა, გავიხსენოთ ისიც, რომ 17 წლის ასაკში იყო პალერმოში და იუვეს გოლი გაუტანა

16:22 | 25.09.2013
111111 (5084)

ეგ კი ძმაო 17 წლის რო იყო კავანის გვერდით თამაშDობდა და არაფრით ჩამოუვარდებოდა და ახლა ის სადაა და ეს სადა (((((((((((((((((

15:53 | 25.09.2013
111111 (5084)

ე ბიჭო ერთხელ მაინც დააყენის რა ძირითადში!

14:59 | 25.09.2013
gole gol (6)

მაგარი შედეგებია, მომავალი იზრდება რა

14:10 | 25.09.2013
levani82 (41682)

ვაი რა გვეშველება

13:36 | 25.09.2013
araza-1918 (6330)

3 კვირაში ესპანეთში ვაწაძე მჭედლიძე ილურიძე შეცვლიან გელაშვილი დვალიშვილ ცხადაძეს

14:24 | 25.09.2013
Becks23 (1117)

დვალიშვილს რატო?

01:03 | 26.09.2013
სავაშა__ (6590)

ხეირიანი არაფერი გაუკეთებია და მიტომ ...

13:34 | 25.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

ძაან ნიჭიერია პროსტა თავდამსხმელია და წინა სეზონში მარტო 1 გოლი გაიტანა ისიც ბოლოსკენ და ნაკრებშიც 2 გოლი აქვს მარტო გატანილი

13:13 | 25.09.2013
guja_kakhadze (959)

მჭედლიძე თუ გამოჯანმრთელდა ჩვენს ნაკრებს კარგი თავდამსხმელი ეყოლება!!!!

13:06 | 25.09.2013
night (3696)

უძლიერესი ფორვარდია უბრალოდ ვერ იმეტებენ ესეთ წაკა გუნდებთან სათამაშოდ

14:24 | 25.09.2013
komentatori (2299)

13:45 | 25.09.2013
Torres9 (12692)

ეგ სერიოზულად დაწერე?

13:00 | 25.09.2013
lado (1613)

სათაური ისე ხმამაღლა ჟღერს, გეგენება ბოლო ორი წელი მე ვიყავი ემპოლის ზამენებზე და არა მჭედლიძე, აღმოაჩინეს რა ამერიკა..

12:53 | 25.09.2013
askila (155)

არადა მჭედლო კაი ფეხბურთელია ტო

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.121878