ფეხბურთი

17:17 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე: "ჩემი წაქცევისთვის აშკარა პენალტი იყო"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ "რომასთან" შინ წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მასსა და კოსტას მანოლასს შორის კონტაქტი იყო, თუმცა მთავარმა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

"აშკარა კონტაქტი იყო და თერთმეტმეტრიანიც უნდა დანიშნულიყო. სიმულაციის მცდელობა არც კი მქონია" - განუცხადა Gაზზეტტა დელლო შპორტ-ს მჭედლიძემ.

“ემპოლი” 2 ტურის შემდეგ 0 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

0.111411