ფეხბურთი

14:31 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ “ფახთაქორს” უკაპიტნა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ”, რომელშიც ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი გამოდიან, ამხანაგური მატჩი სლოვენიის “მარიბორთან” ჩაატარა და 0:2 წააგო.
საფეხბურთო კლუბ “კარპატის” ვებგვერდის ცნობით, ყენია და დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მათგანი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 77-ეზე. აღსანიშნავია, რომ მე-16 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ყენიამ პენალტი ვერ გამოიყენა. ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი კარს ააცილა.
მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე და გიორგი ჯგერენაია ირჯებიან, პოლონეთის ზაბჟეს “გურნიკს” 1:0 აჯობა. მარიუპოლელთა სასტარტოში სამივე ქართველი იყო, რომლებიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
უზბეკეთის ჩემპიონი ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომელის ასევე თურქეთში ემზადება, ამხანაგურ შეხვედრაში ოდესის “ჩერნომორეცს” დაუზავდა – 1:1. ტაშკენტელთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა კახა მახარაძემ, რომელმაც გუნდს უკაპიტნა.
ლაშა თაბაგარი 



 

 

0.121103