უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დასკვნით ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად “ნოვბახორს” დაუზავდა.
განვლილ მატჩში, ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ტაშკენტელებმა, 54 ქულით, 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს. 21-ე საუკუნეში პირველად მოხდა, რომ “ფახთაქორი” უმედლოდ დარჩა. არადა, შარშან გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
“ოლმალიქმა”, რომელშიც გიორგი კვეისიშვილი ირჯება, თავის მოედანზე “ნასაფს” ვერ აჯობა – 2:2. საბოლოოდ, “ოლმალიქმა” თავი 40 ქულას მოუყარა და მე-5 ადგილზე გავიდა.