სტეფანო მაურიმ რომის “ლაციოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. რომაული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ნახევარმცველი დედაქალაქელთა ღირსებას კიდევ ერთი წელი დაიცავს.
განვლილ სეზონში მაურის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და სერია A-ში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან “ლაციოს” შემადგენლობაში ევროპის ლიგაში 6-ჯერ ითამაშა.
მაური “ლაციოში” 2005 წლიდან გამოდის და 241 მატჩში 35 გოლი გაიტანა.