ფეხბურთი

19:16 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატრი: “წაგებას არ ვიმსახურებდით”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი ალესანდრო მატრი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი “ინტერთან” მარცხს არ იმსახურებდა.

“წაგებას არ ვიმსახურებდით.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთელს ჩემპიონატში ლიდერები ვართ როგორც ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელში, ასევე ზუსტ დარტყმებში. თუმცა, სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ძველებური ფორმის დაბრუნება ძალიან მინდა და იმედი მაქვს, რომ 2014 წელი როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის უკეთესი იქნება.” – აცხადებს მატრი, რომელიც “ინტერთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში გახსნილი არ იყო.

0.112119