ფეხბურთი

15:56 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატრი მილანში ბრუნდება

 

Sky Sport Italia-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი ალესანდრო მატრი, უახლოეს 48 საათში "მილანში" გადაბარგდება. როსონერებს იტალიელი თავდამსხმელის ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

"ბებერი ქალბატონი" "მილანთან" ტრანსფერის ორ ვარიანტს განიხილავს, ან პირველ ჯერზე 11 მილიონს და შემდეგ ბონუსად 1 მილიონ ევროს მიიღებს, ანდაც თავიდან 10 მილიონს და შემდეგ 2 მილიონს ბონუსის სახით. მასიმილიანო ალეგრი, 29 წლის იტალიელ ფეხბურთელს "კალიარიში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

ამ ზაფხულს, მატრის გადაბირება "ნაპოლის" და "რომასაც" უნდოდათ.

შეგახსენებთ, რომ მატრი "მილანის" აკადემიის აღზრდილია და კლუბი მას სხვადასხვა გუნდებში ანათხოვრებდა. 2007 წელს, “მილანმა” ფეხბურთელი "კალიარის" 2.3 მილიონ ევროდ მიჰყიდა. "იუვენტუსმა" იტალიელი 2011 წელს, სარდინიული კლუბისგან 15.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

გიორგი ბალახაძე 

0.115594