კატალონიური “ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ჟერემი მატიემ, შესაძლოა ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩი გამოტოვოს, რომელშიც მისი გუნდი “ბილბაოს” მიიღებს შინ.
ამის მიზეზი, მარჯვენა კოჭის ტრავმაა, რომლის გამოც, ფრანგი ვერ ვარჯიშობს. ჟერემის სავარაუდოდ “ბილბაოსთან” მატჩის გამოტოვება მოუწევს, ხოლო ზუსტი დრო თუ რამდენი ხანი ვერ შეძლებს თამაშს, სამედიცინო გამოკვლევის შემდგომ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მატიე “ბარსელონას” გასულ ზაფხულს შეუერთდა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ და მიმდინარე ლა ლიგის ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.
ირაკლი ალიმბარაშვილი