ლისაბონის “ბენფიკას” სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ადასტურებს, რომ ლონდონის “ჩელსიში” ბრუნდება. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, “პორტუსთან” 2:0 მოგებული შეხვედრა “ბენფიკას” მაისურით მისი ბოლო თამაში იყო.
“დიახ, ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. მინდა კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ამ გუნდში ბრწყინვალე დრო გავატარე. იმისთვის, რომ გუნდს წარმატებისთვის მიეღწია, ყოველ ვარჯიშსა და მატჩზე ბოლომდე ვიხარჯებოდი. ვფიქრობ, კლუბის გამოცვლის დრო მოვიდა. ვგრძნობ, რომ დაბრუნების დროა.
უძლიერეს ჩემპიონატში გადავდივარ, სადაც “ჩელსის” შემადგენლობაში ვითამაშებ.” – განაცხადა მატიჩმა A Bola-სთან საუბრისას.
ნემანია მატიჩი “ჩელსიში” 2009-2011 წლებში ირიცხებოდა. მან ლონდონელთა მაისურით მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა. 2011 წელს, მატიჩი “ჩელსიმ” დავიდ ლუიზის ტრანსფერში ჩართო და ფეხბურთელი “ბენფიკაში” გაუშვა, სადაც მან 95 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ივარაუდება, რომ “არისტოკრატებს” სერბი ფეხბურთელის დაბრუნება 22 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაა ძირითადში ხიზანა
0?'>http://fczestafoni.ge/2014-15/fm4.htm':'>http://fczestafoni.ge/2014-15/fm4.htm'))
არაა ლინკი თორემ ხომ დაგიდებდი 3-1 უკვე
მეორე ტაიმში შემოიყვანს....
ხიზანას თამაში მაინტერესებს არ იცით ვინმემ ზესტას ლინკი????
მიდი რაა თუ იცი დადე ძმურად
ზესტას ლინკი თუ იცით დადეტ რაა დზმურად!!!
რად გინდა 30 წუთზე 0-2 აგებს უკვე, იშალე ეხლა ნერვები
არ უნდა გაუშვან ფელაინი და ეს ყველაფერი ჭორი უფროა ვიდრე სიმართლე. მუნდიალზე კარგი იყო და ახალ სეზონზე დარწმუნებული ვარ რო გაამართლებს, წინა სეზონში უბრალოდ ტრავმები ჰქონდა და თან შეკრებაც არ ჰქონდა გავლილი და არ იყო მომზადებული ამ ტურნირისთვის.
აი ახლა ნიუკასლში თუ გადავიდა ძაან დებილი იქნება. მაგაზე ბევრად უკეთეს გუნდში იყო ევერტონში. დატეულიყო