კალათბურთი

18:20 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მათიაშვილი თასისა და ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება

სუპერლიგისა და ქვეყნის ექსჩემპიონ “ოლიმპის” ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი, ათმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში და მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრეში მონაწილეობისთვის ემზადება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახნსებეთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელობამ მათიაშვილს ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია დუდუ დადიანის 2013 წლის მემორიალზე, “არმიასთან” შეხვედრაში, მოედნის მსაჯებთან, ტყუპ ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებთან კონფლიქტის დროს გამოუტანა. დისკვალიფიკაციის დროს მათიაშვილი საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე სტუ-ს დაეხმარა, რომელმაც პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და ასპარეზობას აგრძელებს. მათიაშვილმა სტუ-ს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

0.11878