ფეხბურთი

17:25 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატიას სუარესი “ანდერლეხტს” სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

 

ბელგიის “ანდერლეხტის” თავდამსხმელი მატიას სუარესი სეზონის დარჩენილ ნაწილს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის მიზეზით გამოტოვებს.

25 წლის არგენტინელმა ტრავმა ბელგიის ჩემპიონატში “სტანდარდთან” მატჩში (1:1) მიიღო.

“ყველას ვინც მხარს მიჭერს კლუბსა და ცხოვრებაში, ვურჩევ არ ინერვიულოს. “ცხვირის ჩამოშვებას” არ ვაპირებ და აუცილებლად დავბრუნდები” – იუწყება სუარესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ამავე მატჩში ტრავმა მიიღო “ანდერლეხტის” კაპიტანმა გიომ ჟილიემ, რომელსაც მოედანზე დასაბრუნებლად რამდენიმე კვირა დასჭირდება. 


0.115677