ფეხბურთი

18:07 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსს თამაში ისე “გაუყიდეს”, არც გააგებინეს

ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა, რომელიც 2002-2003 წლებში ბელგრადის “პარტიზანის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სერბული კლუბის “გარიგებულ” მატჩში მონაწილეობის შესახებ მოჰყვა. მან გაიხსენა თუ როგორც წააგო “პარტიზანმა” “რადთან” 0:1.

“თამაშის შემდეგ მეკარეების მწვრთნელმა მითხრა, რომ ორი საათით ადრე თამაშზე ფსონების მიღება შეწყდა, რადგან ხალხმა რაღაც ცუდი იგრძნო. მე შოკში ვიყავი. გასახდელში შევედი. ფეხბურთელთა უმრავლესობას შხაპი უკვე მიღებული ჰქონდა და სახლში წასვლას აპირებდნენ. ერთ-ერთ მათგანს, რომელშიც დარწმუნებული ვიყავი, შეყოვნება ვთხოვე. მას ვკითხე: “შეგიძლია ამიხსნა დღეს რა მოხდა?”. მან მითხრა: “ორი წლის წინ “რადს” ვეთამაშეთ. ჩემპიონობისთვის ქულები გვჭირდებოდა. მათ ის თამაში არაფერში სჭირდებოდათ და გავიმარჯვეთ. ახლა გავარდნა ემუქრებათ და ქულები მივეცით. ეს მეგობრული ჟესტი იყო, რომელიც ორივე მხარემ შეათანახმა”. მას სარკაზმით ვუპასუხე: “იცი, შემდეგში გამაფრთხილეთ წაგება რომ დაგჭირდებათ. მაშინ, ასეთი იმედგაცრუებული არ ვიქნები” – იუწყება მათუსი. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127599