ფეხბურთი

11:54 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსი: "ბაიერნი” 2 ბურთით მოიგებს"

ლეგენდარულმა გერმანელმა ლოთარ მათეუსმა ცსკა-"ბაიერნის" საჩემპიონთალიგო მატჩის წინ პროგნოზი გააკეთა. მათეუსი მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" ორი ბურთის სხვაობით მოიგებს.

"ცსკამ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში 3 გოლი გაუშვა? ამჯერად ისინი დაცვაში უფრო კონცენტრირებულნი იქნებიან. პროგნოზი: მიუნხენური გუნდი ორი ბურთით მოიგებს".

მოსკოვური შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის, რადგან ცსკა დასჯილია ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ჩეხურ "პლზენთან" გულშემატკივრების ცუდი ქცევის გამო.

"ფეხბურთი უმაყურებლოდ იგივეა, რაც მოსკოვი კრემლის გარეშე" - უთხრა მათეუსმა რუსულ “სპორტ-ექსპრესს”.

ილია კახელიშვილი

0.116635