41 წლის იტალიელმა მცველმა, მარკო მატერაციმ კარიერის მცირე ხნით გაგრძელება გადაწყვიტა და ის ინდური “ჩენაი ტიტანსის” მოთამაშე მწვრთნელი გახდა.
გამოცდილმა უკანახაზელმა კარიერა 2011 წელს დაასრულა, მაგრამ 3 წლის შემდეგ ფეხბურთის კვლავ თამაში გადაწყვიტა. ის მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის ჩემპიონატში, რომელიც 2014 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება და ამავე წლის 10 დეკემბერს დასრულდება.
ინდოეთის ჩემპიონატში, მატერაცის გარდა, დავიდ ტრეზეგე, ალესანდრო დელ პიერო, რობერ პირესი, ჟოან კაპდევილა, დევიდ ჯეიმსი, ფრედი ლიუნგბერგი და ლუის გარსია ითამაშებენ, ხოლო ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ბრაზილიელი ზიკო იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოხ რა ჩუმ ჩუმად მიიპარებით ტრიპლეტისკენ
მაიკლ სკოფილდია ვალვერდე 
თუ არსად წავა, დიდი ალბათობით გადაასწრებს ხავისაც.

მაგრამ ჰაი ჰაი, რომ წავა
და სანაცვლოდ გუგავა მიუვათ ჰო? DDDDDDDDDDDDDDDD
ერთი გუგავა ხომ ჰყავთ ? სატრანსფერო ამბებს ვინც განაგებს
ეგ შალიკო მეგონა DDDDDDDDDDDDDDDDD