ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ “დეტროიტ პისტონზთან” გასულ შეხვედრაში, მან მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო 3 დაფარება მიითვალა, ამჯერად კი, “მაიამი ჰითთან” ასევე სეზონისთვის საუკეთესო 16 მოხსნა მოაგროვა.
ნბა-ს ლიგის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში, აუტსაიდერ “მილუოკის” შანსი არ ჰქონია. ფლორიდელებმა საშინაო თამაშის პირველი მეოთხედი 33:19 მოიგეს და მატჩის გამარჯვებამდე (96:77) მიყვანა არ გასჭირვებიათ, სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელებად ზაზა ფაჩულია და ლებრონ ჯეიმსი აღიარეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:27 წუთში 8 ქულა, 16 მოხსნა (6 შეტევაში) და 4 პასი მიითვალა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს რამონ სეშენსი (19), ჯეფ ედრიენი (14) და ბრენდონ ნაიტი (11) ასცდნენ, მაიამელებს კი, როგორც აღვნიშნეთ, ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. მის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნაა.
“ბაქსმა” 14 მოგების წილ უკვე 61-ე მარცხი განიცადა და საკლუბო ანტირეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ მილუოკელების ყველაზე ცუდი შედეგი 62 მარცხია, ამდენად, თუკი დარჩენილ 7 შეხვედრაში გუნდმა 6-ჯერ არ იმარჯვა, ანტირეკორდს განაახლებს, აღნიშნულისთვის თავის არიდება კი ურთულესი საქმე იქნება.
ფაჩულიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 5 აპრილის დილას
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
>
საღოლ ზაზა ! წარმატებები !
ამ დედა მო დ ღნულ მილოუკელებს არ ევასებათ ზა ზა რა უნდათ რა გუნდი ყავთ ტო
ტიბიდო შენიიიი პოეტი დ ე დ ა მ ო ვ ტ ყ ანნნნ რა გა უ ტ რ ა კ ე მაგ კაცს საქმე რატო არ ათამაშებ შენი ხალხულხური დ ე დ ა ს შ ე ვ ე ც ი !!!!!!!!!!!!!!!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
განკუთვნილ დროში ნამდვილად გადასარევი შედეგიანობა ქონდა.
საღოლ ზაზა!
საუკეთესო ლებრონი და ფაჩულია
რას ეღირსა ლებრონი ფაჩულიას გვერძე მოიხსენიეს...
ლებრონასთან სუ კინკლაობს ხოლმე ))) მაგარი კაცია ზაზა... მთაბარია ფორმაში შეხვდეს ევროპის შესარჩევს
კარგი ხარ ზაზა!
ერთ ეპიზოდში წაკინკლავდნენ
))))))))
გენაცვალე ზაზა