ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მისთვის ჟოზე მოურინიოს მოთხოვნა მისაღებია და უბრალოდ, მათთვის ალღოს აღებაა საჭირო.
“მშვიდად ვარჯიშსა და მატჩებისთვის მზადებას ვაგრძელებ. ახლა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ბევრი მატჩის ჩატარებას ველოდები. თავის ჩაქინდვრას არ ვაპირებ. საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა და თავდაუზოგავად ვარჯიშს ვაგრძელებ. “ჩელსიში” ორი ფანტასტიკური სეზონი ჩავატარე და მსურს, რომ მესამე საუკეთესო იყოს. ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, მხოლოდ მოურინიოს მოთხოვნებთან მისადაგებაა საჭირო” – იუწყება მატას სიტყვებს გამოცემა The Telegraph-ი.