ფეხბურთი

20:25 | 31.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მატა – “მანჩესტერი” ან “ბარსელონა”?

ესპანური გამოცემების ცნობით, “ვალენსიის” შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა ზაფხულში კლუბს შეიცვლის. მართალია, პროფესიით ჟურნალისტმა მატამ, ორი თვის წინ “ღამურებთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა, მაგრამ როგორც ამბობენ, თავად ფეხბურთელს წასვლა სურს და “ვალენსიაც” არაა უარზე, რომ გუნდის 10 ნომერი დიდ თანხად გაყიდოს.
მატა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბარსელონას” სურთ. კატალონიური გრანდი შარშან ზაფხულშიც განიხილავდა ვალენსიელის შეძენას, თუმცა მაშინ არაფერი გამოვიდა. 22 წლის მატას ფასი 25-30 მილიონი ევროა – მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც შთამბეჭდავ სეზონს ვერ ატარებს.   
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139146