ფეხბურთი

13:50 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატა “ჩელსიში” საუკეთესოდ დაასახელეს

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთი ნაკრების ნახევარმცველი ხუან მატა, ზედიზედ მეორე სეზონია, “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

“ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მატამ მიიღო. მეორე ადგილი ფრენკ ლამპარდმა დაიკავა, მესამე ედენ აზარი გახდა, ხოლო მეოთხე – დავიდ ლუისი.

მატას კუთვნილი ჯილდო ჯონ ტერიმ გადასცა. მიმდინარე სეზონში მატამ “ჩელსიში” 63 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი პასი გააკეთა.

 

თეგებიხუან მატა
0.125754