ფეხბურთი

2:25 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა დღე საფრანგეთში და რეკორდსმენი ლანდრო

ლიგა ერთის მე-15 ტურის ბოლო სათამაშო დღეს სამივე მატჩი მასპინძელი გუნდების იოლი გამარჯვებით დასრულდა. ერთ-ერთი მათგანი იყო „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლიონის“ დაპირისპირება.

პსჟ-ს „ლიონი“ სამ ბურთზე უფრო დიდი სხვაობით არასდროს ჰყავდა დამარცხებული. ამჯერად, დედაქალაქელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. „პარკ დე პრენსზე“ გამართულ მატჩში ანგარიში კავანიმ გახსნა, რომელიც ზუსტი თავურის წყალობით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ურუგვაელ თანაგუნდელს ზლატან იბრაჰიმოვიჩი მალე დაეწია. შვედმა თერთმეტმეტრიანი ეფექტური დარტყმით გაიტანა. მე-60 წუთზე, ტიაგუ სილვამ საფრანგეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რასაც იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი მოაყოლა. ზლატანმა დამაგვირგვინებელი გოლი 83-ე წუთზე გაიტანა.

„ბასტიას“ 34 წლის მეკარემ, მიკელ ლანდრომ, ლიგა ერთში, 602-ე თამაში ჩაატარა და ამ მხრივ რეკორდსმენ ჟან-ლუკ ეტორის გაუტოლდა. „ევიანთან“ გამართულ მატჩში, ლანდრომ, ერთ ეპიზოდში, გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, „ბასტიამ“ 2:0 მოიგო.

 

ბორდო-აიაჩო 4:0 (1:0)

ბორდო, “შაბან დელმა” 11399

ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე (ბრეშე 72), სანე, ორბანი, ობრანიაკი, სერტიჩი, ნ’გემო, მორის-ბელე (ფობერი 68), ჟუსიე, დიაბატე (სევე 57).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

აიაჩო (4-4-2): ოჩოა, ენგბარტი, პეროცო (ბონარი 80), დიელნა, კრესცენზი, ანდრე, მოსტეფა, პიერაცი (გონსალვესი 73), ლასნე (კავალი 65), ბელგაზუანი, დიარა.

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.

გოლები: 1:0 ჟუსიე (8), 2:0 სერტიჩი (50), 3:0 მორის-ბელე (54), 4:0 ჟუსიე (68).

გაფრთხილებები: ობრანიაკი 15, ორბანი 39 - ბელგაზუანი 20, ლასნე 39, ენგბარტი 42, კავალი 89.

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (6)-6 (1), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 5-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 16-17.

 

ბასტია-ევიანი 2:0 (0:0)

ფურიანი, “არმან სეზარი” 12941

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, დიაკიტე (სიონი 87), სკილაჩი, მოდესტო, პალმიერი, კაუზაკი, რომარიკი, კრასიჩი (კეზერუ 84), ბუდებუზი, კაზრი, ბრუნო (ბა 61).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

ევიანი (4-1-2-3): ჰანსენი, ჯეჯე, მენსა, მონგონგუ, საბალი, ანგულა (ესკობარი 67), ტიე ბი, სორლინი, ვასი (ნ’სიკულუ 77), სუგუ, რუბენი (ბაუია 86).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

გოლები: 1:0 კრასიჩი (49), 2;0 კაზრი (90+5).

გაფრთხილებები: სკილაჩი 16 - ანგულა 40, სორლინი 65.

მსაჯი: სტეფან ჟოშემი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14 (5)-7 (4), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 7-6, სეივი: 4-3, ჯარიმა: 11-11.

 

პსჟ-ლიონი 4:0 (2:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, ვერატი (რაბიო 78), მოტა (მატუიდი 46), პასტორე, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ლიონი (3-4-3): ვერკუტრი, კონე, ბისევაცი, უმტიტი, ლოპესი, ფოფანა, გონალონი, ბედიმო, გრენიე (დანიჩი 70), ლაკაზეტი (პლეა 78), გურკუფი (ფერი 70).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:0 კავანი (36), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (41, პენ), 3:0 სილვა (60), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (83, პენ).

გაფრთხილებები: პასტორე 19, იბრაჰიმოვიჩი 38 - ვერკუტრი 40, ლოპესი 51, ბედიმო 70, უმტიტი 81.

მსაჯი: ენტონი გოტიე.

ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 14 (6)-6 (1), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-2, ჯარიმა: 10-18.

0.150832