კატალონიის “ბარსელონას” უკანახაზელ ხავიერ მასკერანოს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. Bარცასტუფფ-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
29 წლის არგენტინელის აგენტი კატალონიის დედაქალაქში ჩაფრინდება და “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობების შეთანხმებას დაიწყებს. ფეხბურთელის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2016 წელს ეწურება.
აღსანიშნავია, რომ მასკერანოს შეძენა იტალიურ “ნაპოლის” სურს.