როგორც დაანონსებული იყო, კატალონიის “ბარსელონას” 30 უნივერსალმა, ხავიერ მასკერანომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მასკერანომ ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წლიდან თამაშობდა. ესპანური გუნდის მაისურით მან 185 თამაში ჩაატარა და 8 ტიტული მოიგო.