ცნობილი გახდა ესპანური “ბარსელონას” მცველის ხავიერ მასკერანოს გამოჯანმრთელების ვადები. AS-ს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს მუხლის მყესები აქვს დაჭიმული და მისი რეაბილიტაციისთვის 10-15 დღეა საჭირო.
ამგვარად, არგენტინელი მცველი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ალმერიასთან” (28 სექტემბერი) და “ვალიადოლიდთან” (5 ოქტომბერი) თამაშებს დააკლდება, ჩემპიონთა ლიგაში კი გლაზგოს “სელტიკთან” მატჩს (1 ოქტომბერი) გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ მასკერანომ ტრავმა “რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში მიიღო. იგი მე-4 წუთზე თანაგუნდელ სერხი ბუსკეტსთან შეჯახებისას დაშავდა და მართალია, თამაში გააგრძელა, 35-ე წუთზე იძულებული იყო ადგილი მარკ ბარტრასთვის დაეთმო.