“ბარსელონას” არგენტინელი ცენტრალური მცველი ხავიერ მასკერანო თავის თანაგუნდელსა და თანამემამულეზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.
“როდესაც მესი მინდორზე იწვა და სათადარიგოთა სკამისკენ იყურებოდა, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო.
ახლა, ის მსოფლიოში ყველაზე ეგოისტი ადამიანი უნდა იყოს. ამას კარგი გაგებით ვამბობ – მან მხოლოდ საკუთარ თავზე და გამოჯანმრთელებაზე უნდა იფიქროს.
ფეხბურთელის ტრავმა გუნდისთვის კარგი სიახლე არასდროსაა, მაგრამ უდავოა, რომ გარშემომყოფებისთვის ეს უფრო იოლი გადასატანია, ვიდრე თავად ტრავმირებული ფეხბურთელისთვის. ახლა, საჭიროა მესიმ კონცენტრირება მკურნალობაზე მოახდინოს.” – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ “ბეტისთან” მიღებული ტრავმის გამო, ლიონელ მესი იანვრამდე ვერ ითამაშებს.