ფეხბურთი

18:44 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო: “ლივერპულმა” პირობა არ შეასრულა”

“ბარსელონას” არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო “ლივერპულიდან” კატალონიურ კლუბში მის გადასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მერსისაიდელებმა სხვა გზა არ დაუტოვეს.

“იმ დროს, “ლივერპულის” პატივისცემის გამო, ამ თემაზე საუბარი არ მსურდა. შესაძლოა, ეს შეცდომა იყო, რადგან ზოგიერთ ადამიანს ჩემზე ცუდად საუბრის უფლება მივეცი. თუმცა, ამას არ ვნანობ.

“ლივერპული” განსაკუთრებული გუნდია და ის ცუდ სიტყვებს არ იმსახურებს. იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამჟამად, კლუბში აღარ მუშაობენ, მაგრამ მათ სიმართლე იციან.

“ლივერპულში” წინასასეზონო მზადებისთვის დაბრუნების შემდეგ, მწვრთნელსა და აღმასრულებელ დირექტორს რამდენჯერმე შევხვდი. მათ მე ბევრი რამის პირობა მომცეს, მაგრამ არ შეასრულეს.

სიმართლე არაა, რომ თამაში აღარ მინდოდა. “სიტისთან” გამართულ შეხვედრამდე “არსენალს” ვხვდებოდით და ამ თამაშში ბოლომდე დავიხარჯე, რადგან “ლივერპულის” მაისური მეცვა. რატომ მოვიქცეოდი ასე და ჯანმრთელობას რატომ გავრისკავდი, თუ “ბარსელონასთან” შეთანხმება უკვე მიღწეული მექნებოდა?

მოლაპარაკებები 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათი წარმატებით დასრულება “ლივერპულსაც” სურდა, მაგრამ ინგლისელებმა სიტუაციის გართულება დაიწყეს. კლუბის სხვანაირად დატოვება მინდოდა, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მომცეს.” – აცხადებს მასკერანო The Times-თან ინტერვიუს დროს.

ხავიერ მასკერანო “ლივერპულში” 3 წლის განმავლობაში თამაშობდა. ის ინგლისიდან “ბარსელონაში” 2010 წელს გადავიდა.

0.130068