"ბარსელონას" არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ აღიარა, რომ ჯერ კიდევ აქვს რეგულარული კონტაქტი "ნაპოლის" ახალ მწვრთნელთან რაფაელ ბენიტესთან. ესპანელი მასკერანოს ჯერ კიდევ "ლივერპულში" 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა.
"ნაპოლიში მივდივარ? მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ბენიტესს დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბენიტესი დამეხმარა გავმხდარიყავი კარგი ფეხბურთელი. ძალიან მომწონს იტალიის ჩემპიონატი, თუმცა მე ჯერჯერობით ბარსელონას ფეხბურთელი ვარ"._ ავრცელებს მასკერანოს სიტყვებს იტალიური გამოცემა il mattino.
არგენტინელმა ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია. ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
გიორგი ბალახაძე