ფეხბურთი

14:42 | 18.06.2013 | ნანახია NaN - ჯერ

მასიმო ამბროზინი: “როსონერი” საიმედო ხელშია”

 “მილანმა” კაპიტან მასიმო ამბროზინის კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და “როსონერიში” 18 წლიანი ასპარეზობის შემდეგ გუნდს კიდევ ერთი სიმბოლო გამოაკლდა. შავ-წითელი მაისურით ამბროზინიმ 489 მატჩში 36 გოლი გაიტანა, 4 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა ლიგის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2-2-ჯერ იტალიის და ევროპის სუპერთასი, ერთხელაც აპენინელთა თასი დაისაკუთრა. 2009 წლის ზაფხულში პაოლო მალდინიმ ამბროზინის “მილანის” კაპიტნის სამკლავური გადასცა და 4 წლის განმავლობაში მასიმო “როსონერის” საასპარეზოდ მიუძღოდა.

 - რა გრძნობით ემშვიდობებით “მილანს”?

- მეტად აღელვებული ვარ, რადგანაც “როსონერისგან” წასვლის შემდეგ აღელვებული და გაურკვევლობაში ვარ. ამის მიუხედავად, მადლობას ვუხდი ბერლუსკონისა და გალიანის, მილანელოს ყველა თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა ყველა იმ პარტნიორის მიმართ მაქვს, რომელთა გვერდიგვერდ სხვადასხვა ეტაპზე ვთამაშობდი ჩემი 18 წლიანი მილანური კარიერის განმავლობაში. არც FACEBOOK მაქვს და არც TWITTER, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ჩემდამი გულშემატკივართა დამოკიდებულება. “მილანის” ტიფოზები მიყვარს და მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. “როსონერიმ” მომცა შანსი მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე მეთამაშა, ურთიერთობა მქონოდა უამრავ ფეხბურთელთან და ბევრი მათგანი ჩემი მეგობარი გამხდარიყო.

- კლუბმა თქვენთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. რამდენად სამართლიანად თვლით ამ გადაწყვეტილებას?

- ეს ჩემი განსასჯელი არაა. 36 წლის ვარ და სავარაუდოდ, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემთან დამშვიდობება. ცხადია, უფრო კმაყოფილი დავრჩებოდი, “მილანიდან” ჩემი გაშვება სხვა ფორმით რომ მომხდარიყო. უპირველესად იმას ვგულისხმობ, რომ ხელმძღვანელებს საქმის კურსში უფრო ადრე უნდა ჩავეყენებინე. ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ იმით, 18 წლის განმავლობაში “მილანის” წევრი და ბოლო წლებში კაპიტანი რომ ვიყავი. გულშემატკივრებთან დამშვიდობება მსურდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან კლუბმა ჩემი გაშვების თაობაზე გვიან მაცნობა. ისე კი, გამოსამშვიდობებელი მატჩების მომხრე არ ვარ – ჩემი აზრით გუნდიდან ბოლო ვარჯიშის შემდეგ, უჩუმრად უნდა წახვიდე.

- სილვიო ბერლუსკონის თუ ესაუბრეთ?

- არა. მასთან დალაპარაკებას უახლოეს დღეებში ვგეგმავ. ყველას დავემშვიდობები და ერთობლივი მუშაობისთვის მადლობას მოვახსენებ.

- “ინტერმა” ხავიერ ძანეტის კონტრაქტი გაუფორმა. ამაზე რას გვეტყოდით?

- ეს სხვა კლუბის საქმეა და ვერ ვილაპარაკებ. “მილანის” უფროსების გადაწყვეტილების თაობაზე კი ჩემი ვარაუდი უკვე მოგახსენეთ.

- სამომავლო პერსპექტივა უკვე გარკვეული გაქვთ?

- ჯერჯერობით არა. ბოლო დროს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვფიქრობდი, ახლა კი ახალი წინადადებების განხილვის პერიოდი დამიდგა.

- მართალია, თითქოს “ფიორენტინა” გეპატიჟებათ?

- ფლორენციელებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, მაღალი დონის მწვრთნელითა და პერსპექტიული პროექტით. თუკი “ფიორენტინასგან” წინადადებას მივიღებ, აუცილებლად სერიოზულად ავწონ-დავწონი მათ შეთავაზებას.

- თქვენი კარიერის ყველაზე სასიხარულო და გულდასაწყვეტო მომენტები რომელია?

- სტამბოლის მატჩის გადათამაშებაზე ყველა ჩვენთაგანი ოცნებობდა და სურვილი აგვიხდა – “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავამარცხეთ. ყველაზე მეტად კი ევროპის სუპერთასზე “სევილიის” დამარცხებამ გამახარა. “მილანის” კაპიტნის რანგში მაშინ პირველი ტიტული მოვიხვეჭე.

- მწვრთნელთაგან რომელ სპეციალისტს გამოარჩევთ?

- დამრიგებელთაგან ყველაზე მეტად კარლო ანჩელოტის ვემადლიერები. კარიერის ურთულეს მომენტში ერთ საღამოს მან თავის ოთახში მიხმო და მითხრა, ნურაფერზე ნერვიულობ, მშვიდად და მონდომებით მოემზადე და ყველაფერი კარგად იქნებაო. საბედნიეროდ ასეც მოხდა.

- “მილანის” მომავალს როგორ უმზერთ?

- ბოლოხანს “როსონერი” ფრიად შეიცვალა. გუნდში უწინდელ ფეხბურთელთაგან განსხვავებული ადამიანები მოვიდნენ, თუმცა, მათ მშვენივრად გაითავისეს, რა დონის კლუბში მოხვდნენ. ეს უმთავრესია. ჩემი ღრმა რწმენით, “მილანმა” სირთულეები უკან მოიტოვა – “როსონერი” საიმედო ხელშია.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:28 | 20.07.2013
Buratino (3505)

არ გვაინტერესებსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

19:20 | 20.07.2013
El Fenomeno (2082)

დარეგისტრირდით და ითამაშეთ ონლაინ მენეჯერული თამაში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საოცნებო გუნდი, გააკეთოთ სტადიონი, იყიდო-გაყიდოთ ფეხბურთელები და შექმნათ კარგი გუნდი..... ითამაშოთ ლა ლიგაში, პრემიერ ლიგაში, ბუნდესლიგაში, ლიგა 1-ში, ერედივიზიონში, გადადით უმაღლეს დივიზინებში მოხვდით 4 ეულში და გადით ლიგაზე ))
რაც მტავარია ეს ყველაფერი შეგიძლიათ ითამაშოთ ქართულად!
0?'>http://trophymanager.com/?c=2710573':'>http://trophymanager.com/?c=2710573'))

16:28 | 20.07.2013
samtrediel (8001)

კაცზე, რომელმაც საქართველოს ნაკრები იუარა და ტამაშობს მე-3 ბუნდესლიგაში, შეიძლება დაიწეროს სტატია წელიწადში ერთხელ,ისიც თვალსაჩინოებისთვის, მაგრამ ასეთი ინტენსივობით??
ხომ უნდა გავაცნობიეროთ რისი მოთხოვნილება აქვს საზოგადოებას? სტატია აბა ვისთვის იწერება?

17:08 | 20.07.2013
დათუჩია123 (135)

გენაცვალეეე

15:54 | 20.07.2013
chamilo (33560)

ძანაც კაია ავტორო გააგრძელე სტატიების დადება,ვისაც არ აინტერესებს შეუძლია არ შემოვიდეს მის სტატიაზე,ვისაც გვაინტერესებს შემოვალთ და გავეცნობით ქართველ კაცზე ამბებს

15:37 | 20.07.2013
temotem (588)

ბიჯო რა ტვინი მოგვ.....იტ....ყ...ყანით ამ აკაკი გოგიათი ტო არ გვაინტერესებს რა გაგვტ..ტ..რა.კე..თ საქმე ერთი ამისი დედაც მო.ვ...ტ...ყ...ან

15:17 | 20.07.2013
sano (425)

ლაშა, მოგვარე კაცი ხარ და პატივს გცემ, მაგრამ აკაკი გოგიას თავისივე სურვილის გამო საქართველოსთან არანაირი კავშირი აღარ აქვს და მაინც ჯიუტად აგრძელებთ მის შესახებ სტატიების წერას, სადაც წავიდა და აარჩია, კარგად იყოს რა, მეტი დასაწერი არ გაქვთ? რამოდენიმე საათში ჩვენს ლომებს სათამაშო აქვთ, ან სტატია დაწერეთ, ან რამე ნააზრევი, რა ხდება იმ ქალაქში, რამე.....

15:16 | 20.07.2013
g.m. (145)

მოდით, ყველამ ერთად მივულოცოთ ამ ბიჭს დებიუტი მე -3 ლიგაში, მაგრამ თუ ასე გააგზელა მომდევნო წელს მე_4 იც მივულოცავთ, მოთუმეტეს მსოფლიო სპორტი არ მოგვაკლებს ამ ბიჭზე ინფოს

15:07 | 20.07.2013
Georgia forever (423)

მართლა რა წაიღეთ ტვინი !!!!ბუნდესლიგაში რომ იყოს, კიდევ მესმის....

14:30 | 20.07.2013
a.c.m.gio (952)

ეცით გაზეთს პატივი. ყველაფერი მხოლოდ ფული და ნაცნობობა არ არის.
მკითხველთა თხოვნაა შეწყვიტოთ ამ ბიჭზე სტატიების დადება.მითუმეტეს ესეთი ექსკლუზიური სახით.
კანკავა კობახიძე თარგამაძე ოქრიაშვილი ლობჟანიძე ყაზაიშვილი ერთ პატარა სტაიაშია მათ თამაშებზე ინფო და ეს მესამე ლიგის ბინდარით კი ყოველ მესამე დღეს მაინც გიდევთ არაფრის მომცემი ინფო ჭღრჯ-შია სინჯებზე, პირობები არ აკმაყოფილებს, ეხლა იქ წავიდა. იქადანაც წამოვიდა..............
რა იყო რას გიხდიან ამდენს ??????

14:30 | 20.07.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

10 დან ცხრა იძახის ნუ წერთ ამაზე სტატიებსო და თქვენაც მიმდგარი და წერთ, მეტი საქმე აღარ გაქვთ?

14:01 | 20.07.2013
Hotshot (156)

ნუ წერთ რა ამაზე სტატია,რატო უნდა დაწეროთ მე-3 ლიგის მოთამაშეზე სტატია

13:50 | 20.07.2013
batoniufrosi (109)

ეს ის არ არის, "საქართველოში რა მინდა გერმანიის ახალგაზრდულის წევრივარო?" არადა მაშინვე ვივარაუდე, რომ საშუალოზე დაბალ დონეზე დარჩებოდა და... "წარმატებები ბუნდესგუნდში" ))

13:45 | 20.07.2013
baaa (324)

თქვენც ნუგარ წერთ კომენტარებს.მესამე ლიგაშიც ზამენაზე ზის

13:26 | 20.07.2013
kizhoo (651)

ფუუუფ სამარცხვინოა რა...

13:20 | 20.07.2013
sandrinio10 (1411)

თანაც მესამე ლიგაში თამაშობს , მაგას არ ჯობია ჩვენებზე დაწერო, მაგალითად სად არიან : ბექა გოცირიძე, სანდრო იაშვილი,

13:46 | 20.07.2013
baaa (324)

გოცირიძე ისე მარტლა სადაა?იაშვილმა კი დაანება თავი

13:04 | 20.07.2013
mamuka-geo (4522)

რატო წერთ მართლა ამ ადამიანზე სტატიებს? არავის არ აინტერესებს და პირიქით გაღიზიანებას იწვევთ ხო ხედავთ.

12:58 | 20.07.2013
michael_jordan (3195)

ნათესავი თუ არ ხარ სტატიის ავტორო რაზე წერ გოგიაზე იგივეა რო ვიღაც გერმანელზე დაგვიწერო სტატიები

12:55 | 20.07.2013
miyvarxarsaqartvelo (483)

აუ ამაზე ნუ წერთ რაა :@ :@

0.06591