“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “კიევოსთან” დღევანდელი მატჩის წინ განაცხადა, რომ მთავარია მისმა შეგირდებმა 3 ქულა მოიპოვონ: “აღარ გვინდა ამდენი ფილოსოფია და ოცნება. მთავარია “კიევოსთან” 3 ქულა ავიღოთ. ვფიქრობ, ზოგადად “მილანი” ცუდად არ გამოიყურება, თუმცა ცხრილში თავისი ადგილი არ უჭირავს. სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. ბევრი მესამე ადგილსა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე ლაპარაკობს, მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ეს სიგიჟეა,” – უთხრა ალეგრიმ La Gazzetta dello Sport-ს.