ჩოგბურთი

15:09 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაშა ტომასს დაშორდა

 სადღეისოდ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მარია შარაპოვამ თავის პირად მწვრთნელ ტომას ჰოგსტედტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა განიზრახა. შეგახსენებთ, გასული უიმბლდონის მეორე წრეში რუსი პორტუგალიელ მიშელ ლარშერ დე ბრიტუსთან 3:6, 4:6 დამარცხდა და შესაძლოა, მაშას გადაწყვეტილება ამასაც გარკვეულწილად უკავშირდებოდეს.

შარაპოვა და ჰოგსტედტი 2010 წლიდან თანამშრომლობდნენ, დამრიგებელთან ურთიერთობის გაწყვეტაზე კი შარაპოვამ შემდეგი განმარტება გააკეთა: “ჰოგსტედტთან დაახლოებით სამწლიანი საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ ახალი მწვრთნელის აყვანა გადავწყვიტე. პირადი გარემოებების გამო ტომასს ჩემთან ერთად მოგზაურობა არ შეუძლია, ამიტომაც ჩვენი დაშორების დრო დადგა. ჰოგსტედტს მადლობას ვუხდი და სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ. უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი დამრიგებლის ვინაობას დავასახელებ”.

0.116576