ჩოგბურთი

10:24 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაშა შუგარპოვას დებიუტი გადაიდო

 ორიოდე დღის წინათ გამცნეთ, რომ მარია შარაპოვა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ღია საჩოგბურთო პირველობაზე შუგარპოვას გვარით გამოსვლას აპირებდა და ამ მიზნით ოფიციალური პროცედურის გავლაც წამოწყებული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად წლის ბოლო სადიდსლემო ტურნირი ქალთა ერთეულთა შორის 2006 წლის ჩემპიონის გარეშე ჩაივლის.

შარაპოვა მომავალ შეჯიბრებაზე მესამე ნომრად გახლდათ განთესილი, მაგრამ მხრის ტრავმის გამო მაშა ნიუ იორკის კორტებზე წლეულს ვერ გავა. ამის შესახებ საჩოგბურთო საზოგადოებას აშშ-ის ღია პირველობის დირექტორმა დევიდ ბრუერმა აუწყა და შარაპოვას გამოჯანმრთელება უსურვა.

“პრესტიჟულ შეჯიბრებაზე უარის თქმა ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილებაა. უიმბლდონის შემდეგ რამდენიმე გამოკვლევა ჩავიტარე და ექიმთა უმრავლესობა მირჩევდა, რომ მხრის საბოლოო მოშუშებას გარკვეული დრო კიდევ სჭირდებოდა და უმჯობესი იქნებოდა, ასპარეზობისგან თავი შემეკავებინა. აშშ-ის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადების დრო არ მქონდა, ამიტომაც ამჯერად მონაწილეობაზე უარი განვაცხადე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი და კორტსაც შეძლებისდაგვარად მალე დავუბრუნდები. ახლა კი სამკურნალოდ და ძალის აღსადგენად რამდენიმეკვიარიან პაუზას ავიღებ. მოუთმენლად დაველოდები მომავალ სეზონს, როდესაც აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობის საშუალება კვლავ მომეცემა”, - ამგვარი კომენტარი გაუკეთა საკუთარ გადაწყვეტილებას მარიამ.

შეგახსენებთ, შარაპოვამ ბოლოს ცინცინატის ტურნირზე იასპარეზა და მეორე წრეში ამერიკელ სლოან სტივენსთან დამარცხდა.

 

0.120854