ფეხბურთი

13:15 | 22.01.2014 | ნანახია 2578 - ჯერ

მარტინოს ახალწვეულები არ სჭირდება

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონში, მის გუნდს ახალწვეული არ ეყოლება. Goal-ის ცნობით, “ბლაუგრანა” სეზონს ამჟამინდელი შემადგენლობით ჩაამთავრებს.

“საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავს და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნის შემთხვევაშიც კარგად ვითამაშებთ. ჩემი გადაწყვეტილება არც მაშინ შემიცვლია, როცა ლიონელ მესისა და ვიქტორ ვალდესს ტრავმები ჰქონდათ. როდესაც ვინმე ტრავმას იღებს, მისი შემცვლელი ყოველთვის გვყავს”, - განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” ერთად ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებას ლიდერობს, “რეალს” კი, პირველ ადგილამდე მხოლოდ ქულა აშორებს.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:32 | 09.01.2015
CHICHARITO-14 (510)

ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?

09:54 | 09.01.2015
Pharrell (1884)

კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!

22:49 | 08.01.2015
D.rose (1898)

რა სისუელეა ) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს

0.068177
2578