ფეხბურთი

16:20 | 15.08.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მარტინოს 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, 3 სექტემბერს, დიუსელდორფში გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული ნაკრებები ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ და ევროპელებმა სამხრეთ ამერიკელები დამატებით დროში, მარიო გიოტცეს გოლის წყალობით დაამარცხეს.

"ალბისელესტეს" თავკაცმა წინამორბედის ალეხანდრო საბელიას შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მეკარეები: 1. სერხიო რომერო ("სამპდორია", იტალია), 21. მარიანო ანდუხარი ("ნაპოლი", იტალია), 12. აგუსტინ ორიონი ("ბოკა ხუნიორსი").

მცველები: 17. ფედერიკო ფერნანდესი ("ნაპოლი", იტალია), 2. ეზეკიელ გარაი ("ზენიტი", რუსეთი), 15. მარტინ დემიკელისი, 4. პაბლო საბალეტა (ორივე "მანჩესტერ სიტი", ინგლისი), 16. მარკოს როხო ("სპორტინგი", პორტუგალია), 23. ხოსე ბასანტა ("ფიორენტინა", იტალია), 3. უგო კამპანიარო ("ინტერი", იტალია).

ნახევარმცველები: 5. ფერნანდო გაგო ("ბოკა ხუნიორსი"), 13. აუგუსტო ფერნანდესი ("სელტა", ესპანეთი), 14. ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", ესპანეთი), 7. ანხელ დი მარია ("რეალი", ესპანეთი), 6. ლუკას ბილია ("ლაციო", იტალია), 11. მაქსი როდრიგესი ("ნიუველს ოლდ ბოიზი"), 19. რიკარდო ალვარესი ("ინტერი", იტალია), 8. ენცო პერესი ("ბენფიკა", პორტუგალია).

თავდამსხმელები: 20. სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), 9. გონსალო იგუაინი ("ნაპოლი", იტალია), 10. ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), 22. ეზეკიელ ლავეცი (პსჟ, საფრანგეთი), 18. როდრიგო პალასიო ("ინტერი", იტალია).

გიორგი ბალახაძე

0.06142