„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი თანამდებობას მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
ბოლო დროს, „ბარსელონას“ არასტაბილურობის გამო მარტინოს მისამართით კრიტიკული შეფასებები ძალიან გახშირდა და მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ სურს მწვრთნელის შენარჩუნება, თავად ხერარდო მარტინო სხვაგვარად ფიქრობს.
ჯერ ჯერობით ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური კომენტარი არავის გაუვრცელებია.