ფეხბურთი

10:44 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინომ ორი ახალწვეული ითხოვა

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელისა და სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას შეხვდა. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელმა სპეციალისტმა მათთან ერთად მთელი რიგი საკითხები განიხილა. მათ შორის, ახალი ფეხბურთელების შეძენის აუცილებლობა.

მარტინომ როსელს ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის დამატება სთხოვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, “ბარსელონას” მწვრთნელს სურვილს ზამთრის სატრანსფერო სეზონშივე შეუსრულებენ. ერთ-ერთი სავარაუდო ახალწვეული კი, “რივერ პლეიტის” კოლუმბიელი მცველი ედერ ალვარეს ბალანტაა.

 

0.108684