ფეხბურთი

11:30 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “შეიძლება მესი ფორმაში არაა”

 

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ეთანხმება მოსაზრებას, რომ გუნდის ლიდერი ლიონელ მესი ბოლო დროს ძველებურად თამაშს ვერ ახერხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით არგენტინელმა სპეციალისტმა უეფას ჩემპიონთა ლიგაში “მილანთან” გასამართი მატჩის წინ ისაუბრა.

“შეიძლება მესი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა. დროის მოკლე მონაკვეთში ორჯერ მიიღო ტრავმა და რა გასაკვირია, რომ ეს მის თამაშსაც დაეტყო. სანერვიულო არაფერია. ლეო სრული დატვირთვით და მაქსიმალური მონდომებით ვარჯიშობს. მან თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ თუ ზედიზედ რამდენიმე თამაშში გოლის გატანა ვერ შეძლო, უმალ სალაპარაკო თემა ხდება. მთავარია, რომ ეს საუბრები თავად ფეხბურთელს ნაკლებად აღელვებს” – განაცხადა ხერარდო მარტინომ.

  


0.113218