“ბარსელონას” დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ხერარდ პიკე “სელტასთან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხერარდო მარტინო მას დასვენების საშუალებას აძლევს.
“ბარსელონას” არგენტინელი სპეციალისტი გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალებას ხშირად აძლევს. ლა ლიგის ზედიზედ მე-2 გასვლით შეხვედრას გუნდი ხერარდ პიკეს გარეშე ჩაატარებს.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პიკემ მონაწილეობა ათიდან 9 მატჩში მიიღო. კატალონიელებმა ცხრავე შეხვედრა მოიგეს, ხოლო პიკეს მიერ გამოტოვებულ თამაშში ქულები დაკარგეს.
პიკეს გარდა, “ბარსას” ტრავმირებული იბრაჰიმ აფელაი, ხორდი ალბა და ჯონათან დოს სანტოსი არ ეყოლება.