ფეხბურთი

20:52 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო მზადებითა და ნეიმარით კმაყოფილია

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო გუნდის წინასასეზონო მზადებითა და კატალონიელთა ახალწვეულით, ნეიმარით კმაყოფილია.

“ბევრი მგზავრობისა და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წინასასეზონო მზადება კარგი გამოვიდა. ვარჯიშებზე კარგად ვიმუშავეთ და ამხანაგური მატჩებიც გავმართეთ. ვფიქრობ, სეზონის პირველ მატჩს წარმატებით ჩავატარებთ.”

“ნეიმარით კმაყოფილი ვარ. მან გუნდში ადაპტაცია უნდა მოახდინოს, რაც ბრაზილიელს გამოსდის.” – ციტირებს მარტინოს სიტყვებს El Mundo Deportivo.

0.114682