ფეხბურთი

22:10 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “მესი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იქნება”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მიიჩნევს, რომ კატალონიური გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კვლავ არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი იქნება.

მიმდინარე სეზონში, მესი ჩვეულ ფორმაში რომ არაა, ეს “ელ კლასიკოშიც” გამოჩნდა, როდესაც ლიდერის ტვირთი ნეიმარმა იკისრა. მიუხედავად ამისა, მარტინოს მესის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

“მესის გამო არ ვღელავ. დაე, ამ საქმით ის ხალხი დაკავდეს, რომლებსაც “ბარსელონასთან” კავშირი არ აქვთ.

მაშინაც კი, როდესაც ლეოს გოლი ვერ გააქვს, ის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. მოედანზე მისი უბრალოდ ყოფნაც კი ფეხბურთელებზე კარგად მოქმედებს.

ლეო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მას მოედანზე 90 წუთის გატარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში, მესი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იქნება.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.

0.124569