ფეხბურთი

17:21 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს

 

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხერარდო მარტინომ მისი შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი თავისი 2-წლიანი კონტრაქტის ბოლომდე შესრულებას გეგმავს.

“ჩემი კონტრაქტები ყოველთვის ბოლომდე მიმყავდა და გამონაკლისი არც ეს იქნება. პრეზიდენტმა სწორად თქვა. “ბარსელონამ” იმისთვის მომიწვია, რომ ჩემი საქმე გამეკეთებინა და ტიტულები მომეგო”, - განუცხადა მარტინომ მადრიდულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ამ ეტაპზე, კატალონიელები სამივე ტიტულისთვის (ჩემპიონთა ლიგა, პრიმერა დივიზიონი, კოპა დელ რეი) ბრძოლას აგრძელებენ.

0.126593